воскресенье, 28 мая 2017 г.

კურსის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ 30 აპრილს ....პროექტის ფარგლებში გავიარეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა, სტანდარტებისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რაც დამეხმარა პროექტის გეგმის შედგენაში. ასევე შევისწავლეთ დროში გაწერილი სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტის განხილვა. როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლისა და სწავლების პროცესის გასაუჯობესებლად
ტრენინგის საშუალებით კიდევ უფრო ღრმად და საფუძვლიანად გავიგე ჩემი მოსწავლეების შესაძლებლობები, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების შესრულების დროს.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში გააკეთეს მულტიმედიური პრეზენტაცია, შექმნეს საქაღალდე ნამუშევრების შესანახად.

суббота, 27 мая 2017 г.

მერვე დღის რეფლექსია

ვუახლოვდებით ფინალს ძალიან შრომატევადი და დატვირთული დღეები გავიარეთ ,სამაგიეროდ მივიღე ის ცოდნა რის მოლოდინიც მქონდა ...
რაც შეეხება დღევანდელ დღეს შევისწავლე: როგორ შეუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს , რომ ისინი თვითრეგულირებად მოსწავლეებად იქცნენ და როგორ დავაკმაყოფილო ჩემი მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებანი და როგორ გამოვიყენოთ  ტქნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

воскресенье, 21 мая 2017 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ძალიან დატვირთული და შრომატევადი იყო ეს დღე სხვა დღეებისგან განსხვავებით, ფინალამდე ძალიან ცოტა დაგვრჩა მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ...დიდი მადლობა როგორც ყოველთვის ჩვენს დაუღალავ ტრენერს...
რა შევისწავლეთ... მოსწავლეთა პროექტის შეფასების დროს როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.

суббота, 20 мая 2017 г.

მეექვსე დღის რეფლექსია.
ტრენინგის მეექვსე დღე საინტერესო და შრომატევადი იყო.შევისწავლეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.ვისწავლეთ ფაილების ინტეგრირება და მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია.დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის,ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. დღე ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო.

пятница, 12 мая 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

გადავლახეთ ტრენინგის მეხუთე დღეც...განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
დრევანდელი ჩვენი ტრენინგის მიზანი იყო: თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს სასწავლო პროცესში 21- ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.
 შევისწავლეთ ... როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი, სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.
როგორ ვუზრუნველყოთ ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება,
ასევე გავეცანით საავტორო უფლებების ნორმებს.
 

вторник, 9 мая 2017 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე შრომატევადი და საინტერესო იყო, თუმცა ძალიან დატვირთული.

შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, გავეცანით მეთოდებსა და ინსტრუმენტებს თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პროექტის მსველობისას სასწავლო პროცესში.
დიდი მადლობა დაუღალავ და ენერგიულ ტრენერს ... 

воскресенье, 7 мая 2017 г.

მესამე დღის რეფლექსია


ტრენინგის მესამე დღე ძალიან შრომატევადი იყო, დღების მატებასთან ერთად თანდათან რთულდება,მაგრამ მოლოდინი ძალიან დიდია და უნდა გავართვა თავი როგორც არ უნდა მეძნელებოდეს. დღეს ვიმუშავეთ სტანდარტებზე და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. 

суббота, 6 мая 2017 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ შესაძლებლობა მომცა პროექტების სწავლებით მოსწავლეებს განუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები
".საწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა"
შევქმენით პუბლიკაციების შაბლონები.ძალიან საინტერესო და შრომატევადი დღე იყო,

воскресенье, 30 апреля 2017 г.

პირველი დღის რეფლექსია

დიდი მოლოდინით ველოდი ამ დღეს: პირველი დღე დაიწყო საინტერსოდ, იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ მჯერა კარგად გავართმევ თავს რადგან მაინტერესებს პროექტებით სწავლების მოდელი, ამაში აუცილებლად ვგრძნობ ჩვენი დაუღალავი და ენერგიული ტრენერის მახარდაჭერას, რათა კარგად დაგვაკვალიანოს და გვასწავლოს თითოეულ პედაგოგს.